ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

ტაივანში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

ცენტრალური მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, ტაიტუნგის ცენტრიდან ჩრდილოეთით, 11.9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.