მიხეილ ყაველაშვილი: ნელ-ნელა, სამართლიანი გზით ვეცდებით ადამიანობა დავაბრუნოთ,ნუთუ არ შეიძლება ჩვენ მოვილაპარაკოთ?

მიხეილ ყაველაშვილი

ნელ-ნელა, სამართლიანი გზით, ჩვენ არ ვიქნებით მკაცრები, კანონის ძალით ვეცდებით ადამიანობა დავაბრუნოთ,ნუთუ არ შეიძლება ჩვენ მოვილაპარაკოთ? ეს დამკვეთს არ აწყობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ სიძულვილის ენას ამაზრზენს უწოდებს, პოლარიზაციას კი ხელოვნურად შექმნილს.

„ეს არის მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი, ეს არის ერთ-ერთი ტექნოლოგია უნდა შეაზიზღო ხელისუფალი. საზოგადოების უმრავლესობა რომ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას, ამიტომაც არის მშვიდობა და სტაბილურობა. აუცილებლად სათქმელია ეკლესიის როლიც, რომლისთვისაც ცალკე ტექნოლოგია აქვთ შემუშავებული, როგორ დააკნინონ. ბუზ ადამიანებს ვადარებ ამ ადამიანებს, რომლებიც ზოგი მოწოდებით არის, რომ მხოლოდ ნეგატივს და სიძულვილს უნდა ხედავდეს, მაგრამ ყველაზე საცოდაობა იცით რა არის? რომ იცის, რომ ბუზი ბოროტებაა და დავალებით ხდება ბუზი. ესენი არიან ბუზი ტელევიზიები, ბუზი აქტივისტები, რომლებიც ვერც პროგრესს ხედავენ, ვერც განვითარებას. და არის ფუტკარი, რომელიც პირიქით არის, ბინძურ ადგილას რამე რომ იყოს ხეხილის მსგავსი ყველაფერს გადაუფრენს და იქ მივა. ჩვენდა საბედნიეროდ ამით ვართ გამარჯვებული, რომ ფუტკარი უფრო მეტია ჩვენს საზოგადოებაში ვიდრე ბუზი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იგივე პრობლემაზე ესაუბრნენ მას სერბეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები.

„ის ძალა ვინც მართავს [პროცესებს] დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანაში არ მოხდეს გაერთიანება, მას ჰყავდა აქ თავისი მარიონეტი - სააკაშვილის მმართველობა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.