მარნეულში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

policiis lenti

ახალგაზრდა კაცი, რომელიც მარნეულში დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.