მოსალოდნელია წვიმა და თოვლი! - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

ამინდი

25 თებერვალს, ოთხშაბათს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ადგილ-ადგილ წვიმა (მათ შორის დედაქალაქში), მთასა და მაღალმთაში ღამით თოვლი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში +19°-მდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი შედარებით გრილი ამინდი შენარჩუნდება.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა +19 გრადუსი ქუთაისსა და ცხინვალში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა 0 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ამინდს ქალაქების მიხედვით, პროგნოზი ასეთია:

სოხუმი +14 გრადუსი,

ზუგდიდი +17 გრადუსი,

მესტია +5 გრადუსი,

ფოთი +18 გრადუსი,

ბათუმი +17 გრადუსი,

ოზურგეთი +18 გრადუსი,

ქუთაისი +19 გრადუსი,

ბორჯომი +12 გრადუსი,

ბაკურიანი +9 გრადუსი,

ცხინვალი +19 გრადუსი,

გორი +13 გრადუსი,

გუდაური 0 გრადუსი,

თელავი +14 გრადუსი,

რუსთავი +15 გრადუსი,

თბილისი +14 გრადუსი.