სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე, მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 17 სექტემბრის 12:00სთ-დან 20:00სთ-მდე თბილისის მიმართულებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ჩაკეტვის პერიოდში:
•სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის მიმართულებით.
•მცხეთიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, ხოლო შემდგომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის მიმართულებით.