ვლადიმერ პუტინი რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაესწრო

პუტინი რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაესწრო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნიჟნი ნოვგოროდში ჩაფრინდა, სადაც რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაესწრო.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ წვრთნების მიზანია, რუსეთმა და ბელარუსმა ისწავლონ, როგორ დაიცვან საკუთარი ქვეყნები ნებისმიერი თავდასხმისგან.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, სამხედრო სწავლებაში 100 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს, ასევე ათი ათასამდე ერთეული სამხედრო ტექნიკა და იარაღი გამოიყენება.

სწავლებები 41 სხვადასხვა ადგილზე ტარდება.