მითხრეს, რომ ჩემი უმცროსი შვილი იყო ავად... კინაღამ მოვკვდი - მერაბ სეფაშვილი მძიმე დღეებზე

სეფაშვილი

მომღერალი მერაბ სეფაშვილი გადაცემაში „ნამდვილი ამბავი“ პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებს იხსენებს.

„მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე.. ძალიან მომწონდა და ვხალისობდი. დედაჩემი სულ ამბობდა, ხრინწიანი ხმა აქვს და ამან როგორ შეიძლება იმღეროსო.. ეგონათ, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა. პროტესტი არ მქონდა..

უკვე 14 წლის ვიყავი, როდესაც მეგობრებმა, ბიჭებმა ვცადეთ რაღაც ჯგუფის შექმნა.. როდესაც ერთი სიმღერა გამოვიდა, ჩემში რაღაცა გაიღვიძა.. ჩემი მშობლები ნამდვილად გაოცებულები იყვნენ. მადლიერი ვარ ბატონო გივი გაჩეჩილაძის, მაშინ „რეროს“ მუსიკალური ხელმძღვანელი იყო და მან დამანახვა სწორი გზა თუ როგორ შეიძლება იყო მუსიკოსი..

ალბათ, ყველაზე რთული მომენტი იყო, როდესაც მითხრეს, რომ ჩემი უმცროსი შვილი იყო ავად.. რაღაც ცუდ დიაგნოზზე ფიქრობდნენ და კინაღამ მოვკვდი. სხვა ქვეყანაში ვიყავით მაშინ ჩვენ და ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ბოლოს როცა ყველაფერი კარგად დასრულდა, მაშინ მივხვდი რა არის ცხოვრება.

ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში იყო, როდესაც სული მტკიოდა. ადამიანი ცუდად რომ ხარ, ხომ აქვს აზრი წამლის დალევას, ბრძოლას, რომ უკეთ გახდე. ასეა ცხოვრებაშიც, ყველა საქმეში. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“,- ამბობს სეფაშვილი.