მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
ლევან რატიანი „რუსთავი 2-ის“ გადაცემა შუადღის სტუმარი იყო. ეკა სესიკაშვილის რუბრიკაში „დაუვიწყარი ემოცია“.
ექიმმა პროფესიული ცხოვრებიდან ისეთი ემოციური ამბავი გაიხსენა, რომელიც აქამდე არსად უთქვამს.
„ამას პირველად ვყვები… მყავდა პაციენტი ორსული გოგონა, იმშობიარა... ახლაც მეტირება... გადმოიყვანეს სხვა კლინიკიდან. 28 კვირის ორსული იყო. კოვიდ ინფექციით გარდაიცვალა. შვილი გადარჩა. როდესაც დედას ვურეკავდი, რომ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა და გული გააჩერა. მან ესეთი რაღაც მითხრა, მადლობთ, ბატონო ლევან, მაგრამ მიცვალებულს სახლში ვერ წავიყვან. ამის გარდა მე ხუთი შვილი მყავს. იქნებ ისეთ ადგილზე დაიკრძალოს, თუ ეს სამყარო გადარჩა, მერე მე მივხედავ ჩემს შვილსო. გოგონა ისეთ ადგილზე დაიკრძალოს, რომ მერე მივხედავო. ოღონდ დაიმახსოვრე, სად დაიმარხებაო... ეს იყო მომენტი, როდესაც ცხოვრება დავამთავრე... ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, გაბარია სხვისი სიცოცხლე“, – საუბრობს ლევან რატიანი.