ლევან დავითაშვილმა და გიორგი ჩიქოვანმა სუსის შენობა დატოვეს

დაშვებული დროშა სუსი

ლევან დავითაშვილმა და გიორგი ჩიქოვანმა, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, სუსის შენობა დატოვეს.

როგორც ცნობილია, ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოიკითხა.

ლევან დავითაშვილის გარდა, გამოკითხვაზე იმყოფებოდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანიც.