მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
უნგრეთი ადრიატიკის ნავთობსადენთან დაკავშირებით ხორვატიას არა დახმარებას, არამედ ევროკავშირის სავალდებულო წესების დაცვას სთხოვს იმ შემთხვევაში, თუ მილსადენით ტრანზიტი გართულდება ან შეუძლებელი გახდება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა „დრუჟბის“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდებას პოლიტიკური მიზეზებით აჩერებს.
„უკრაინა პოლიტიკური მიზეზების გამო ბლოკავს ნავთობის მიწოდებას „დრუჟბის“ ნავთობსადენით. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირის კანონმდებლობა უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობის საზღვაო გზით შეძენის უფლებას აძლევს. ახლა ადრიატიკის ნავთობსადენის გამოყენება შესაძლებელია იმისთვის, რისთვისაც აშენდა: როგორც დამატებითი მარშრუტი აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხებისას, მაშინაც კი, თუ მას უნგრეთისა და სლოვაკეთის სრულად მომარაგება დამოუკიდებლად არ შეუძლია“, – წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში.