„მიტირია კიდევაც წიგნები, რომ წამიკითხავს...“ - გაიცანით, წიგნებზე უზომოდ შეყვარებული, სხვადასხვა ეპოქის ორი ბიბლიოთეკარი

დილი მაჭავარიანი და ლია რაზმაძე

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერით საზოგადოებამ წიგნებზე უზომოდ შეყვარებული, სხვადასხვა ეპოქის ორი ბიბლიოთეკარი გაიცნო.

ლია რაზმაძე უკვე 30 წელია ბიბლიოთეკარია და ყოველ დღე მეორე სოფლიდან დადის სამსახურში.

„წიგნია ჩემი მთავარი მეგზური, ცხოვრების მეგზური, რომელსაც სადამდეც შემეძლება, იქამდე უნდა გავყვე. თუ აქ არ მქონია, მე ჩემი საკუთარი წიგნი გამიტანებია, ოღონდაც ვინმეს წაეღო და წაეკითხა. და რომ დაუბრუნებია, მოსულა და უთქვამს - რა კარგი წიგნი იყო, ბევრ რამეზე დამაფიქრა. და მე ამ დროს ბედნიერი ვარ, რადგან ისეთი არჩევანი გავუკეთე, რომელიც მკითხველმა გაიზიარა...“ - ამბობს ლია რაზმაძე.

ლია რაზმაძეს განსაკუთრებით ზრუნავს იმ მკითხველზე, რომელიც ხანდაზმულობის გამო ბიბლიოთეკაში მისვლას ვერ ახერხებს და მასთან წიგნები სახლში მიაქვს.

მათგან ერთ-ერთია 88 წლის ყოფილი ბიბლიოთეკარი, დალი მაჭავარიანი.

დალი მაჭავარიანს წიგნების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ამბობს, რომ კითხვის დროს თავს ხშირად ერთ-ერთ პერსონაჟადაც კი წარმოიდგენს ხოლმე.

„წიგნი იცით როგორია? თითქოს შიგ მონაწილეობ. წიგნს სულ სხვა ემოციები აქვს. წიგნი უფრო გულში ჩამწვდომია. ზოგჯერ ისე ვარ მასში გართული, რომ თითქოს მასში ვმონაწილეობ - ისეთი შეგრძნება მაქვს. კითხვა კითხვით მოვედი აქამდე და ახლა, რომ არ წავიკითხო, არ შემიძლია. მე ყველა წიგნი მიყვარს, ისე წავიკითხავ წიგნს - თავიდან ბოლომდე უნდა გადავიკითხო, არ შემიძლია, ვერ გამოვტოვებ ვერაფერს... რომ წამოვწვები 10–15 წუთი, იქაც ვერ ვისვენებ, იქაც წიგნი უნდა წავიკითხო... შევარჩევ ხოლმე საღამოთი, როგორი უნდა წავიკითხო - არ უნდა იყოს ტრავმები, მერე გული ჩქარდება და ვეღარ ვიძინებ. ასე ვუფრთხილდები თავს. აბა, რამდენი მიკითხია, მიტირია კიდევაც წიგნები, რომ წამიკითხავს...“ - ამბობს დალი მაჭავარიანი.

ნახეთ, სრულად სიუჟეტი ⇓