„მინდა, ყველა გოგოს მივმართო!“ - ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ქალებს მოუწოდებს, საკუთარი სურვილებისა და მიზნების განხორციელებისას სხვისი აზრის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.

მისი თქმით, თუ ადამიანს ცვლილების სურვილი აქვს და მიაჩნია, რომ ეს მის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, საკუთარი გადაწყვეტილება ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

„ყველა გოგოს მინდა მივმართო - თუ ოდნავ მაინც გაგიჩნდა სურვილი, რომ რაღაც შეცვალო და თვლი, რომ ეს შენს ცხოვრებას ძალიან წაადგება, არავის მოუსმინოთ და აუცილებლად, ბოლომდე მიიყვანეთ ეს იდეა და აზრი. ამაზე მაგარი არაფერია. პირიქით, ცხოვრება კიდევ უფრო დაგაჯილდოებთ მარტო იმისათვის, რომ ჯანსაღი ეგოიზმი გამიოიჩეინეთ და საკუთარ თავს ფუფუნების უფლება მიეცით,“ - ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე.