გურამ დადიანიძის ბებიის პირველი კომენტარი - „მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით“
1793000400
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზეთისხილის ბაღები და საწარმო დაათვალიერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი გაეცნო ზეთისხილის მოყვანის, მოსავლის აღებისა და ზეთის წარმოების სრულ ციკლს.
„ყურადღება დაეთმო ზეთისხილის წარმოების განვითარების პერსპექტივებს, ქართული აგროპროდუქციის ხარისხის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობებს.
ქართული აგროწარმოების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის რეალიზებისა და ადგილობრივი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.