გურამ დადიანიძის ბებიის პირველი კომენტარი - „მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით“
1793000400
ოქროს ბურთი (Ballon d'Or) მსოფლიო ფეხბურთში ინდივიდუალური აღიარების უმაღლესი მწვერვალია. ჯილდო, რომელზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, ათწლეულების განმავლობაში პროფესიონალი სპორტსმენების კარიერის მთავარ საზომად და ცხარე დებატების საგნად იქცა.
ცნობილი სპორტული პორტალი Goal.com-ის თანახმად, ტრადიცია შვიდ ათწლეულზე მეტს ითვლის და ფეხბურთის განვითარებასთან ერთად, მუდმივად იცვლებოდა.
ოქროს ბურთი 1956 წელს ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა დააარსა, რომ ევროპის საუკეთესო მოთამაშე გამოევლინა. ისტორიაში პირველი პრიზი ინგლისელმა სტენლი მეთიუსმა მიიღო, რასაც ისეთი ლეგენდების სია მოჰყვა, როგორებიც ალფრედო დი სტეფანო, ჯორჯ ბესტი, იოჰან კრუიფი, მიშელ პლატინი და მარკო ვან ბასტენი არიან.
1995 წლიდან ჯილდოს მიღება არაევროპელი ფეხბურთელებისთვისაც შესაძლებელი გახდა, ხოლო 2007 წლიდან დაჯილდოება პლანეტის ყველა პროფესიონალისთვის გაიხსნა.
2010-დან 2015 წლამდე პერიოდში, პრიზი FIFA Ballon d'Or-ის სახელით გაიცემოდა, რის შემდეგაც ორივე მხარემ ცალ-ცალკე განაახლა დაჯილდოება. 2018 წლიდან კი ქალთა ოქროს ბურთიც დაარსდა.
არის თუ არა "ოქროს ბურთი" სრულიად ოქროსგან დამზადებული?
Goal.com-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო თვალს სჭრის, ის სუფთა ოქროსგან არ მზადდება. ფრანგული საიუველირო სახლი Mellerio მას ხელით ამზადებს და პროცესს დაახლოებით 100 საათი სჭირდება.
რაც შეეხება უშუალოდ დამზადების პროცესს, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ორი ბრინჯაოს ნახევარსფერო ბურთის ფორმას ქმნის, ოსტატები ზედაპირზე ხელით ტვიფრავენ ფეხბურთის 32 პანელის მსგავს დეტალს, აპრიალებენ მეტალს და ზედ France Football-ის ლოგოსა და გამოცემის წელს კვეთენ.
ბოლოს ბურთს ოქროს აბაზანა უკეთდება და ის პირიტის ქვისგან დამზადებულ ბაზაზე ფიქსირდება.
პუბლიკაციის მიხედვით, პრიზის სიმაღლე დაახლოებით, 31 სანტიმეტრია, სიგანე - 23 სანტიმეტრი, ხოლო ჯამური წონა 10 კილოგრამს აჭარბებს.
გავრცელებული შეფასებებით, "ოქროს ბურთის" საწარმოო ღირებულება დაახლოებით, 3 000 ევროს შეადგენს, რაც პრიზის გლობალურ სტატუსთან შედარებით ძალიან მოკრძალებული ღირებულებაა... სრულად