მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

ლანა ლატარია

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა - ინფორმაციას ამის შესახებ  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ამა წლის 5 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საზოგადოებას სთხოვს, რომ თავი შეიკავოს კომენტარებისაგან და ვილოცოთ ლანა ლატარიას სულის ცხონებისთვის.“