1788548794
მეცნიერები ასახელებენ პროდუქტს, რომელიც შესაძლოა კიბოს რისკს ამცირებდეს - უახლესი აღმოჩენა
ყავა - სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკის შემცირების საშუალება
მეცნიერებს პოზიტიური სიახლეებიც აქვთ. ჟურნალ Health Science Reports (HSR)-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყავის რეგულარული მოხმარება სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული.
მკვლევრებმა 31 მასშტაბური კოჰორტული კვლევის შედეგები გააანალიზეს, რათა შეესწავლათ ჩვეულებრივი და უკოფეინო ყავის გავლენა დაავადების განვითარებაზე. ანალიზმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევდნენ ყავას, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების უფრო დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ამ სასმელს იშვიათად ან საერთოდ არ სვამდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე თვალსაჩინო დადებითი ეფექტი პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში დაფიქსირდა.
საინტერესოა, რომ მეცნიერებმა მსგავსი ეფექტი უშუალოდ კოფეინთან მიმართებაში ვერ აღმოაჩინეს. იზოლირებულად კოფეინის (ისევე როგორც მხოლოდ უკოფეინო ყავის) მოხმარება დაავადების რისკის მნიშვნელოვან შემცირებას არ იწვევდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პოტენციური სარგებელი არა თავად კოფეინით, არამედ ნატურალურ ყავაში არსებული სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით (მაგალითად, ანტიოქსიდანტებით) არის განპირობებული.
მართალია, მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ყავა კიბოსგან დაცვის 100%-იანი გარანტია არ არის და მიღებული შედეგები ზომიერია, თუმცა, ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას ყავაში არსებული ანტიოქსიდანტების დადებითი როლის შესახებ ქალთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.












