მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა

მეტრო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. ინფორმაციას სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„მატარებლების გადაადგილების ნაწილობრივი შეფერხება გამოიწვია მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა მს “რუსთაველზე”, რის გამოც მგზავრებს მხოლოდ მს “ახმეტელის თეატრიდან” მს “სადგურის მოედნამდე” ვემსახურებოდით. ამ ეტაპისათვის, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.