VIDEO: „მე წავედი“ - რატომ დატოვა ზურა ხაჩიძემ „იმღერეს“ სტუდია და რა მოხდა გადაცემაში
1790364600
მეტი მუსიკა, მეტი იუმორი და მეტი შოუ - „რუსთავი 2-ის“ განახლებულ საეთერო ბადეს, არაერთ ახალ პროექტთან ერთად, კიდევ ერთი მასშტაბური შოუ ემატება.
„მეტი შოუ“ მშობლიურ არხზე დაბრუნებული ლევან გოგორელიანის და თემო მჟავიას პროექტია, რომელიც მაყურებელს განსხვავებულ, ენერგიულ და მუსიკალურად დატვირთულ საღამოებს ჰპირდება.
ახალი ფორმატის შექმნის იდეაზე პროექტის ავტორები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ სატელევიზიო სივრცეს იუმორისტული კონცერტის ჟანრში ახალი პროექტი შეემატებოდა.
მაყურებელს განსხვავებული მუსიკალური შესრულება, იუმორისტული ნომრები და, როგორც პროექტის სახელწოდება გვპირდება, ყველაფერი „მეტი“ ელოდება. შოუმ უკვე გააერთიანა არაერთი ნიჭიერი ადამიანი, კარგად ნაცნობი ძველი და ახალი სახეები. მუსიკალურ ნაწილზე ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ ზრუნავს. ბენდი მონაწილეებთან ერთად განსხვავებულ მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს.
„მეტი შოუს“ კარი ახალი მონაწილეებისთვისაც ღიაა. ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ნომრით გამოჩნდეს პროექტში.
თითოეულ გადაცემას მოწვეული სტუმარი ეყოლება, რომელიც წინასწარ მომზადებულ სკეტჩში მიიღებს მონაწილეობას. პირველი გადაცემის სტუმრები შოუს პროდიუსერები არიან.
იუმორისტული კონცერტის პირველი რამდენიმე ჩაწერისთვის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
„მეტი შოუ“ 27 სექტემბრიდან, ყოველ კვირას, „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 23:00 საათზე დაიწყება.