ვინ არის 8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა
1787643828
მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა. პროექტი ტოკიოში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე - „Japan International Design Award“ - დაჯილდოვდა.
ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილმა პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში – „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“. მესტიის უნიკალურ ბუნებრივ გარემოსა და სვანურ არქიტექტურულ მემკვიდრეობასთან ორგანულად შერწყმული კონცეფცია საერთაშორისო ჟიურიმ გამორჩეულ ნამუშევრად აღიარა. დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე პრიზი იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ჯაფარიძეს გადაეცა.
მესტიის ქორწინების სახლისთვის ეს უკვე მეორე საერთაშორისო ჯილდოა. მანამდე პროექტმა იტალიაში, „Rome Design Award“-ზე გაიმარჯვა.
ქორწინების სახლის პროექტის არქიტექტურა თანამედროვე გადაწყვეტებისა და უნიკალური კულტურული ტრადიციების სინთეზია. შენობა კიდევ უფრო გაზრდის მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.