1794461315
„მერაბი და საბა კვლავ პატიმრობაში რჩებიან, რა მოხდება შემდეგ, ეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს...“ - ზვიად ლაზიშვილი
აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან, – ამის შესახებ საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა სოციალური ქსელში განაცხადა.
ზვიად ლაზიშვილის ცნობით, დვალიშვილსა და მის ძმას პატიმრობაში კიდევ 48 საათის გატარება მოუწევთ. საქმის შემდგომი განვითარება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
„მერაბი და საბა ჯერ კიდევ ციხეში არიან, ისინი ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ. როგორც ამბობენ, მათ იქ კიდევ 48 საათით მოუწევთ დარჩენა. რა მოხდება შემდეგ, ეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.
ვფიქრობ, ეს უდიდესი უსამართლობაა, რადგან ჩემს ძმას არაფერი დაუშავებია. ისინი მხოლოდ თავს იცავდნენ, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ“, – განაცხადა ზვიად ლაზიშვილმა.11 ნოემბერს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.








