1760126513
მეოთხე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 72 წლის მამაკაცს ეძებენ
სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
დემუროვის შვილის ინფორმაციით, მამამისს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამიტომ მისი ვარაუდით, მამაკაცი შორს წასვლას ვერ შეძლებდა.
აკაკი დემუროვი, ბოლოს, მეზობლებმა საკუთარ უბანში ნახეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.
სპეციალისტებმა ორჯერ გამოიყენეს დრონი, ასევე დაათვალიერეს სათვალთავალო კამერების ჩანაწერები, თუმცა მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენა ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
დაკარგული მამაკაცის საძიებო პროცესში, ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.ინფორმაციის შემთხვევაში დარეკვა შესაძლებელია ნომერზე: 555 45 15 21.











