„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1754321898
ფეისბუკ ჯგუფის, „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე წერს, რომ პარლამენტთან, ხვალისთვის დაანონსებული ,,დედების აქცია" გადაიდო.
მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია.
,,მეგობრებო, სამწუხაროდ, მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. ალბათ ყველა ადევნებთ თვალს საინფორმაციო გამოშვებებს. სწორედ ამიტომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, ხვალინდელი აქცია გადადებულია.
თარიღს მოგვიანებით დავაანონსებთ", - წერს თამუნა მუსერიძე ჯგუფში ,,ვეძებ".
ცნობისთვის, ხვალ, 3 მარტს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილი იყო აქცია. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს აინტერესებთ პასუხები კითხვაზე, თუ არ არსებობდა სამშობიაროს სასაფლაოები, მაშინ სად არიან ბავშვები.
ასევე, ორგანიზაციის ,,ვეძებ" და მისი წევრების მთავარი მოთხოვნა, გაშვილებული ბავშვების უფლებების დაცვაა.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1754321898
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043