მე ეს გოგონა მილიონჯერ მირჩევნია იმ ადამიანებს, რომლებიც გამართულად ამბობენ „მაშასადამეს“ - ვის შესახებ წერს კეკელიძე

გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე გუშინ აქციაზე გამოსული ერთ-ერთი გოგოს შესახებ წერს, რომელმაც ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები ნერვიულობის ფონზე არასწორად წარმოთქვა. 

„გუშინ ერთმა საყვარელმა გოგონამ, მიტინგზე გამოსვლისას, უფრო ღელვის გამო, ასე მოგვმართა: ,,მე ვარ ქართველი, ამასადამე, მე ვარ ევროპელიო!" და მე ეს გოგონა მილიონჯერ მირჩევნია იმ ადამიანებს, რომლებიც გამართულად ამბობენ ,,მაშასადამეს" და მერე სიტყვები კრემლისკენ ეპარებათ. ეპარებათ მტრისგან სატყუარად შემოგდებული წყობით: არც ევროპა გვინდა და არც რუსეთი! ეს ფორმულა გულზე მჯიღის საცემადაა მოგონილი შესაბამის ლაბორატორიებში და სინამდვილეში ისეთ საქართველოს ნიშნავს, მტერს რომ უნდა. არ არსებობს სამყარო კავშირის გარეშე და ამ კავშირებს კულტურების და ღირებულების თანხვედრა განაპირობებს. თაობას, რომელიც 2007 წელს ოთხი წლისა იყო, ვერაფერს წამოაძახებ. ამ თაობას გვერდით უნდა დაუდგე და არა პლაკატებზე ორთოგრაფია უსწორო. მე მათთან ვარ. დიახ, მე ვარ ქართველი და ამასადამე, მე ვარ ევროპელი“,- წერს გიორგი კეკელიძე.