„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს...“ - ლოცვა სავედრებელი
1791881483
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 534.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.2 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 153.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 19.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14 381.7 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 5.3 პროცენტი შეადგინა.
ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 8 228.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია