სოფელ ტიმოთესუბნიდან, დიდი და პატარა მიტარბის გავლით, დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

სოფელ ტიმოთესუბნიდან, დიდი და პატარა მიტარბის გავლით, დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ასფალტბეტონის საფარი დაახლოებით 4-კილომეტრიან მონაკვეთზე იგება. ამასთანავე, გზის უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და 7 წყალმიმღები მილხიდი.

საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი 2025 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე 3 კილომეტრამდე გზის სრული განახლება განხორციელდა. პროექტი 2028 წელს დასრულდება, რის შედეგადაც ჯამში 12 კილომეტრამდე სიგრძის თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რათა ადგილობრივმა მოქალაქეებმა და მუნიციპალიტეტის სტუმრებმა შეუფერხებლად და კომფორტულად შეძლონ გადაადგილება.

 

✕