„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს...“ - ლოცვა სავედრებელი
1791881483
ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა, რომლის შედეგად ერთი გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემიზე იერიში სამი დრონით მიიტანეს, ის მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა, თუმცა უკრაინის საკუთრებაა.
მედიის ცნობით, იერიშის დროს გემ CHELSEA 3-ზე ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა, მათი ევაკუაციის შემდეგ ხუთ მეზღვაურს მსუბუქი დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
„ბულგარეთის ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს სავაჭრო გემებზე განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმა სრულად მიუღებელია“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.
მომხდარს გამოეხმაურა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა, რომლის თქმით, თავდასხმების განსახილველად რუსეთის ელჩს დაიბარებენ.
რუმენ რადევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ელჩ ელეონორა მიტროფანოვას მომხდარზე სასაუბროდ შეხვდება. ამასთან, მოლაპარაკებას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან.