„მე დავთმე ჩემი პირადი, რომ გამეზარდა ბიჭი... ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი ჩემი დისშვილია...“ - ნანული სარაჯიშვილი

ნანული სარაჯიშვილი

მსახიობი ნანული სარაჯიშვილი გადაცემაში „შუადღე“ დისშვილზე საუბრობს, რომელიც თავად გაზარდა აღნიშნავს, რომ მისი აღზრდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო:

- ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი ჩემი დისშვილია, რომელიც მე გავზარდე. შენი გაჩენილი რომ არ არის და ჩემი და რომ აღარ არის, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მე მქონდა. ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი დავთმე, პირადიც, ყველაფერი, რაც კი არსებობს, რომ გამეზარდა ბიჭი. თანაც, ბიჭის გაზრდა უფრო რთულია. მაშინ ისეთი არეულ-დარეული პერიოდი იყო... მე ეს გავაკეთე“