4 ნივთი, რაც უნდა დადოთ საახალწლო სუფრაზე, რომ იღბლიანი წელი გქონდეთ
1795033323
ინფლუენსერი თათია თექთურმანიძე ირინა ქიქოძის გადაცემის „მერე“ სტუმარი იყო, სადაც გულწრფელად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეცვალა დედობამ მისი ყოველდღიურობა, პრიორიტეტები და სიცოცხლისადმი დამოკიდებულება.
„დედობამ ყველანაირად შემცვალა. ეს ყოფილა საოცრება - იმ ემოციას, რასაც შვილი გაძლევს, ვერანაირი სხვა რესურსით ვერ მიიღებ. შეუძლებელია, არ შეიცვალო. მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, უკვდავი გავხდი. ჩემთვის არ შეიძლება ცუდად ყოფნა, არ შეიძლება ვიყო მოწყენილი, არაფერი შეიძლება ნეგატიური - უნდა ვიყო ძლიერი და ჯანმრთელი ძალიან ბევრი წელი, რადგან შვილი მყავს.
ერთ-ერთ გადაცემაში სიკვდილის თემას განვიხილავდით და ვთქვი, რომ საერთოდ არ მეშინია სიკვდილის და მხოლოდ მშობლების ნერვიულობას განვიცდიდი. მართლა არ მეშინოდა, უფრო მშობლებზე ვდარდობდი. შვილი რომ მეყოლა, მას შემდეგ უფრო მეშინია სიკვდილის. ახლა უფრო მეტად ვაქცევ ჩემს ჯანმრთელობას ყურადღებას, ვიდრე ელაიამდე ვაქცევდი. მინდა, მაქსიმალურად დიდხანს ვიყო ცოცხალი, რომ ჩემს შვილთან ვიყო, ოღონდ არა ჩემ გამო, არამედ - ჩემი შვილის გამო. ვთვლი, რომ დედაზე დიდი ანგელოზი შვილს არ ჰყავს.
„მარტოხელა დედა“ ისეთი გამონათქვამია, რომ შეიძლება ორაზროვნად გაიგონ ადამიანებმა. არიან დედები, რომელთა შვილებსაც მამა საერთოდ არ ჰყავთ, უბრალოდ, სრულიად მარტო ზრდიან შვილებს და ყველანაირი პასუხისმგებლობა მათზეა.
ჩემს შემთხვევაში ასე არ არის - ჩემს შვილს ჰყავს მამა, რომელსაც ძალიან უყვარს, ყურადღებასაც აქცევს და არაფერს აკლებს. ამ მხრივ, ჩემი მდგომარეობა ისეთი მძიმე არ არის, როგორიც სხვა მარტოხელა დედებს აქვთ გამოვლილი, რათა საკუთარი შვილი გაეზარდათ. ბავშვისთვის მამასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია“.