„ანტიბიოტიკების უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა ბუნებაში არ არსებობს“ - ზაზა თელია

დერმატოლოგი

დერმატოვენეროლოგი ზაზა თელია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ რეკომენდაციებს ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, არ ენდონ ისეთ მტკიცებებს, თითქოს ანტიბიოტიკებს ბუნებრივი, უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა აქვს. 

თელია ასევე ხაზს უსვამს, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება არ არის საჭირო ვირუსული ინფექციების, გაციებისა და სხვა ისეთი მდგომარეობების დროს, რომლებზეც ანტიბიოტიკი მოქმედებას ვერ ახდენს.

„როდესაც ბაქტერიულ ინფექციაზეა საუბარი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი ანტიბიოტიკის მიღება პროფესიონალი ექიმის დანიშნულებით. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არ იქნეს მიღებული ანტიბიოტიკი ვირუსული ინფექციის, გაციების თუ, ბოდიში და, ყველა „გაკუების“ დროს! წინადადება - „ანტიბიოტიკის უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა“ არის ადამიანების მავნებლური შეცდომაში შეყვანა. მსგავსი ფსევდომეცნიერული რეკომენდაციების მოსმენა და ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია!“, - წერს ზაზა თელია.

✕