მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, სოფელ ბანძადან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465).

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას; დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში; ⁠მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.⁠

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, „ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, ვაქცინაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.