მართლმადიდებლური სამყარო ხარებას აღნიშნავს - სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, სიონის ტაძარში აღავლენს

ხარება

 დღეს, მართლმადიდებლური სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, მღვდელმსახურება ყველა ტაძარში ჩატარდება, მათ შორის, სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო წირვას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

წირვა დილის 10 საათიდან დაიწყება, წირვის დასრულების შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება.