„მაღალი ალბათობაა, რომ  ზოგს ჰქონდეს გამოცხადება“ - სააღდგომო პერიოდის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი

ასტროლოგის, მიხეილ ცაგარელის თქმით, სააღდგომო პერიოდში მაღალია ალბათობა იმისა, რომ ზოგ ადამიანს ჰქონდეს გამოცხადება.

მისივე თქმით, ეს პერიოდი ძალიან კარგია სასიყვარულო ურთიერთობისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამი პლანეტა - იუპიტერი, ნეპტუნი და ვენერა  იმყოფებიან თევზების ზოდიაქოს ნიშანში  მათ ახლახან შეუერთდა პლანეტა მარსი, ეს არის ზოგადად  საქმიანობისკენ მმართველი  პლანეტა და თევზები არის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მართავს კოსმიურ კანონზომიერებებს და რაც მთავარია  ქრისტიანულ რელიგიას,  ამიტომ, როცა ასეთი ოთხი პლანეტა  ხვდება ასეთ ნიშანში, როგორიც არის  ჩვენი რელიგიური პლანეტა, თან ახლოს არიან ერთმანეთთან, ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ  ამ დღეებში მაღალი ალბათობაა იმისა რომ  ზოგს ჰქონდეს გამოცხადება, ზოგის ინტუიცია არნახულად გაიზარდოს, ზოგმა შეიძლება იპოვოს სულიერი მასწავლებელი, აქ შეიძლება ადამიანები უფრო ღრმად ჩასწვდნენ  იგივე ქრისტიანულ მოძღვრებას, რწმენის ფაქტორი გაძლიერდეს, ლოცვამ შეიძლება მიიღოს გაცილებით ამაღლებული ხარისხი სულიერებისთვის, განვითარებისათვის  ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ძალიან კარგია სასიყვარულო პარტნიორობის, კონტაქტების, ურთიერთობისთვისა და ამაღლებული  სიყვარულისთვის, ასევე ეს დღეები იქნება ძალიან კარგი. 

29 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით გვექნება სირთულეები, როცა მოგვიწევს  მზის და მთვარის დაბნელებების დერეფნის  გავლა“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.