LIVE: ვაზიანში, თავდაცვის ძალების დაარსების დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება

vaziani

საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა. ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, ეს დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება.

ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები მონაწილეობენ.