ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო.
„ლია მიქაძე იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი სახე, რომელიც მთაწმინდის ტელეხედვის სტუდიიდან პირველად მიესალმა საქართველოს და ტელევიზიის დაბადება ახარა.
მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და აკადემიური სტილის გამო ხალხმა ის დამსახურებულად შეიყვარა და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადევნებდა თვალს მის მოღვაწეობას.
ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია მთავრობის მეთაურის სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის,საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
სასიხარულო სიახლე ნუცა ბუზალაძის შესახებ
1750397830