სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი - „ჩაერთე მოქმედების დროა“ განხორციელდა.
ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, შემაჯამებელ ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ.
ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი სახელმწიფო რწმუნებულისგან, მერისგან და სააგენტოს ხელმძღვანელისგან მოესმინათ.
პროექტი, რომელშიც 200-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, მოიცავდა ტრენინგებს, საინფორმაციო შეხვედრებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას. მის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის მოხალისეობისა და მონაწილეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პროექტი („ჩაერთე მოქმედების დროა“) სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის - „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - ერთ-ერთი გამარჯვებულია.