ირაკლი კირცხალია: პაატა ბურჭულაძემ 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში ხელისუფლება გადაიბაროს, ნეპალის მოვლენებზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები ამორალურია

ირაკლი კირცხალია

პაატა ბურჭულაძის განცხადება სერიოზულად როგორ უნდა აღვიქვათ? 4 ოქტომბერს აპირებს ხელისუფლების გადაბარებას? 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში გადაიბაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პაატა ბურჭულაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

კირცხალიას თქმით, ბურჭულაძის განცხადებები მის რეალურ სახეს აჩვენებს.

„ნეპალში რაც ხდებოდა, იმაზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები, ჟივილ-ხივილი და აღტკინება ამორალურია. ვამბობთ, რომ ეს ადამიანები უსამშობლოები, სისხლზე შეყვარებული პოლიტიკური ძალა არიან. ეს განცხადებებიც მათ რეალურ სახეს აჩვენებს. გახსოვთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამ მწამებლების მიერ ჩადენილი რა ფაქტები მოისმინა ქართულმა საზოგადოებამ. რეკეტირებისა და მწამებლების აზრებს როცა იზიარებ, შემდეგ ისიც მოგწონს, რაც ნეპალში მოხდა და ისიც, როცა ადამიანს ყელში ტყვიას ესვრიან, ეს მათი სახეა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

„რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ჭკუა თუ შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ 4 ოქტომბერს აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში. რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება“.