სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან სამართალდამცველებს უფლება მისცა მოიქცნენ ისე, როგორც ისინი მოისურვებენ, თუ მათ მომიტინგეები შეაფურთხებენ.
ის მოუწოდებს პოლიციელებს, ასეთი ფაქტი აღარ მოითმინონ.
„მე სამართალდამცველებს ვუთხარი, რომ ეს აღარ უნდა მოითმინონ. ვუთხარი, რომ თუ შეაფურთხებენ, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. წინა ადმინისტრაციის დროს ვერაფერს აკეთებდნენ, როცა მათ სახეში აფურთხებდნენ. ამას უმეტესად ქალი აგიტატორები აკეთებენ, რომლებიც დაფინანსებული არიან. ესენი ნამდვილი თაღლითები არიან, რომლებიც მეც მომიგზავნეს. ეს ხალხი ციხეში უნდა იჯდეს“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას.