"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი. გლოვობს ჩემი ბათუმი. 27 წლის ენრი ენრიკე ზაქარიაძე. ენრი მეზღვაური იყო.
კიდევ ერთი გმირი დედა გამწარდა. გულო, არ ვიცი რა გითხრა, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს და არ ვიცი რა დავწერო. ეს რა მეხი დაგეცა - ამდენი წელია არ გინახავს შენი ანგელოზი შვილი და ასე უნდა გენახა, გულო და სულო? თითქოს გულში დანა ჩამარჭეს, ისე მწარედ მომხვდა ენრის ამბავი. ეს რა საშინელება დაგვატყდა თავს... და მე ამ სიშორიდან ვერც გეხუტები, მაგ ნატკენ გულში რომ განუგეშო. წარმოდგენაც მიჭირს, თუ რას განიცდი ახლა შენ.
მონატრებული შვილი... მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა, ჩვენო უკეთილშობილესო. გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს შენი სახელი ჰქვია!...“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.