ხვალიდან ორი ახალი რეგულაცია ამოქმედდება

ხალხი

პირველი ივლისიდან, მტკვარზე გადაადგილება უფრო დაცული, უსაფრთხო და კომფორტული ხდება. ამას ის რეგულაცია ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შედის - სახმელეთო წყლებზე მცურავი საშუალებები სავალდებულო ინსპექტირებას დაექვემდებარებიან, მძღოლებს კი შესაბამისი მართვის მოწმობის აღება მოეთხოვებათ.

ბორტზე ასვლისას, მგზავრისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. ახალი რეგულაცია სწორედ ამ ნდობის განმტკიცებას ემსახურება.

ახალი წესები ქვეყნის უდიდეს ტბებზე გადაადგილებასაც არეგულირებს.

წესები ვრცელდება ყველა იმ მცურავ საშუალებაზეც, რომლის ზომა და ძრავის სიმძლავრე ხუთზე მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას იძლევა - მათი ექსპლუატაცია მხოლოდ კანონის ჩარჩოებში იქნება დასაშვები.

რაც შეეხება ფინანსურ სექტორს:

ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, პირველი ივლისიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა.