რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
სადგურის მოედანზე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„შემოვიდა შეტყობინება, ვაგზლის ტერიტორიაზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შესახებ. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება დროულად მოხერხდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს, ვინაიდან შესაბამისი სამსახურებისთვის დახმარების თხოვნით არავის მიუმართავს. ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ამის დასადგენად შესაბამისი კვლევის ჩატარებაა საჭირო“,- განაცხადა შემთხვევის ადგილზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ხანძარი გადასასვლელ ხიდზე მდებარე მაღაზიაში გაჩნდა.