1774033649
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქია გადაყვანილი, სასულიერო პირები და პოლიტიკოსები იკრიბებიან
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.
პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მივიდა.
ადგილზე იმყოფება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც და სხვა სასულიერო პირები.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.
კლინიკის ეზოში იმყოფებიან სხვა პოლიტიკოსებიც.











