კავკასიის მედიცინის ცენტრიდან აქციაზე დაშავებული ყველა პირი უკვე გაწერეს, ორი დაშავებული რჩება ბოკერიას სახელობის კლინიკაში, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია

კავკასიის მედიცინის ცენტრი

რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს დაშავებული ყველა მოქალაქე, რომლებიც კავკასიის მედიცინის ცენტრში იყვნენ გადაყვანილი, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკიდან აცნობეს.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, რომლებიც ბოკერიას სახელობის კლინიკაში შეიყვანეს, ისინი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში, ნევროლოგიურ განყოფილებაში რჩებიან. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.