ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
ახალი კვლევის თანახმად, შინაურ კატებს მეპატრონის და უცხო ადამიანის სუნის გარჩევა შეუძლიათ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტოკიოს სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კატები გაცილებით მეტ დროს უთმობდნენ უცნობი ადამიანების სუნის შემცველი მილების დაყნოსვას, ვიდრე პატრონის სუნის შემცველი მილების.
მეცნიერების თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კატებს შეუძლიათ ნაცნობი და უცნობი
ადამიანების გარჩევა მათი სუნის მიხედვით, მაგრამ გაურკვეველია, შეუძლიათ თუ არა მათ კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება.
ცნობილია, რომ კატები იყენებენ თავიანთ ძლიერ ყნოსვას სხვა კატების იდენტიფიცირებისა და მათთან კომუნიკაციისთვის, მაგრამ მკვლევრებმა ჯერ ვერ დაადგინეს, შეუძლიათ თუ არა მათ მისი გამოყენება ადამიანების გასარჩევადაც.
კატების მიერ ადამიანის ამოცნობის წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ხმების გარჩევა, ადამიანის მზერის ინტერპრეტაცია საკვების მოსაძებნად და ქცევის შეცვლა ადამიანის ემოციური მდგომარეობის მიხედვით, რომლის ამოცნობაც მათ ადამიანის სურნელით შეუძლიათ.