ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
საქართველოს წვრილ ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტის, მარიამ ჩხიკვიშვილის განცხადებით, ძაღლების დაბრუნება თავისივე მიკედლების ადგილებში ჯობს, რადგან ეს ძაღლები კონკრეტულ სივრცესთან არიან ადაპტირებულები.
როგორც ჩხიკვიშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში აღნიშნა, ძაღლების დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით თბილისში, უკვე გასტერილებულია და ეს ცხოველები აგრესიულ ფაქტორს მოკლებულები არიან.
"ჯობია, ამ ძაღლების თავისივე მიკედლების ადგილებში დაბრუნება, რადგან ეს ძაღლები იმ სივრცესთან არიან ადაპტირებულები. უმეტეს შემთხვევაში, თბილისის მასშტაბით ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია მიღწეული სტერილიზაციის კუთხით, არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან გასტერილიზებული, ასევე უშუალოდ კერძო სექტორის და სხვადასხვა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მიერ გასტერილიზებული... ძალიან დიდი რაოდენობით ცხოველები გასტერილდნენ და ეს ცხოველები აგრესიულ ფაქტორს მოკლებულები არიან. ამიტომ, მათი იმ ადგილებში შენარჩუნება, საიდანაც იყვნენ აყვანილები, გაცილებით უფრო ნაკლებ საფრთხეს ქმნის ადამიანებისთვის, ვიდრე მათი ამოყვანა", - განაცხადა მარიამ ჩხიკვიშვილმა.