ჯარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ემშვიდობება

ჯარი

 ჯარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ემშვიდობება. ჯარისკაცები საქართველოს დროშებით ხელში იმ გზაზე არიან განლაგებული, რომლითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საკათედრო ტაძარში მსვლელობით გადაასვენებენ.

 

 

 15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გზად მოწყობილი დერეფნის ორივე მხარეს განლაგდნენ და უკანასკნელ გზაზე გააცილონ პატრიარქი ილია მეორე.