სამების საკათედრო ტაძრიდან ილია II-ის გამოსვენების ცერემონია დაიწყო

პატრიარქი

 სამების საკათედრო ტაძრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენების ცერემონია დაიწყო.

იმ გზაზე, რომლითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საკათედრო ტაძარში მსვლელობით გადაასვენებენ, ჯარისკაცები საქართველოს დროშებით ხელში არიან განლაგებული.

ილია II-ს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.