გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1791226672
დიდი პატივია, გავიზიარო საქართველოს კულტურისა და ტრადიციები, ზუსტად ამ პერიოდში ღვინოსთან დაკავშირებული პროცესი იტალიაშიც მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ კახეთში განაცხადა, სადაც საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რთველს დაესწრნენ.
მისივე თქმით, ღვინის თვალსაზრისით, საქართველო და იტალია ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
„დღეს მართლაც ძალიან კარგი დღეა, ამინდი შესანიშნავია და მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ელჩებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც ვეცნობით, როგორ მიმდინარეობს საქართველოში რთველის სეზონი.
ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ამ პერიოდში მსგავსი პროცესი იტალიაშიც მიმდინარეობს. ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციებით ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ღვინო ჩვენი კულტურისა და მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ მნიშვნელოვანი მომენტის ნაწილი – საქართველოს კულტურისა და ტრადიციების გაცნობისა და გაზიარების შესაძლებლობა. მადლობა ამისთვის“, – განაცხადა დ’ანტუონომ.