იტალია უცხოელებისთვის ოჯახის ჩამოყვანის წესებს ცვლის – ვის შეეხება შეღავათები

რეგულაცია

იტალიაში უცხოელებისთვის ოჯახის გაერთიანების წესების შეცვლის საკითხი განიხილება. ცვლილებების მიზანია, გარკვეული კატეგორიის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ოჯახის წევრების იტალიაში ჩაყვანა გაუადვილდეთ და ამისთვის ორწლიანი ლოდინი აღარ დასჭირდეთ. ინფორმაციას nostal.ge ავრცელებს.

თემა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიაში სამუშაოდ გადასვლას ან უკვე დასაქმებას გეგმავენ და პარალელურად ოჯახის ჩამოყვანის საკითხიც აწუხებთ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ორი წლის მოთხოვნა ყველა უცხოელს არ ეხება და ზოგიერთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტისთვის გამონაკლისი უკვე მოქმედებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ორი წელი?
იტალიამ 2024 წელს ოჯახის გაერთიანების წესები გაამკაცრა. ზოგადი წესის მიხედვით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ოჯახის წევრების ჩამოყვანა სურს, ოჯახის გაერთიანების მოთხოვნის წარდგენამდე იტალიაში მინიმუმ ორი წლის განმავლობაში კანონიერად და უწყვეტად უნდა ცხოვრობდეს.

ეს, ბუნებრივია, უცხოელი მუშაკებისთვის მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, თუმცა კანონი თავიდანვე ითვალისწინებდა გამონაკლისებს.

მათ შორის არიან EU Blue Card-ის მფლობელები და ICT-ის ფარგლებში იტალიაში ჩამოყვანილი თანამშრომლები. იტალიის სახელმწიფო პორტალი Integrazione Migranti განმარტავს, რომ მათზე ორწლიანი ლოდინის მოთხოვნა არ ვრცელდება. იხილეთ ვრცლად