„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
ისრაელიდან დამატებითი რეისი შესრულდა - „ჯორჯიან ეარვეისმა“, პირდაპირი ფრენით, მგზავრები თელავივიდან ჩამოიყვანა. მგზავრთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ აშდოთსა და აშქელონში - ქალაქებში, რომლებიც ტერორისტული თავდასხმების სამიზნეა.
მგზავრები „კურიერს“ უყვებიან, რომ ვითარება ამ ქალაქებში დაძაბულია, მუდმივად ისმის განგაშის სიგნალის ხმა, რის გამოც მათ თავშესაფრებში უწევთ ყოფნა.
ქალაქებში, რომლებსაც ჰამასი ბომბავს, არ მუშაობს ბაგა-ბაღები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები ფუნქციონირებს.