ირანული სტრატეგიის მეორე მიმართულებას მაქსიმალურად აძლიერებენ და მათ საქმეს ბოლომდე აკეთებენ გვარამია, პოპიაშვილი და მსგავსი ხალხი, რომლებიც დრონებზე, ბაქო-ჯეიჰანზე და ასეთ საკითხებზე ისტერიულად წერენ! - ელენე რევიშვილი

ელენე რევიშვილი

"რუსთავი 2-ის" ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე რევიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ხალხო, შეიძლება დიდი გეოპოლიტიკოსი არ ვიყო, მაგრამ ეს ხო მარტივია ძალიან და მითხარით თუ ვცდები:

ირანის სტრატეგია აგებულია ორ მიმართულებაზე -

1 - უშუალოდ საბრძოლო მიმართულება (დრონები, რაკეტები და აშ, რომელსაც უკვე აგონიურად ისვრიან აქეთ-იქით) და

2 - საინფორმაციო მიმართულება - მეზობელი ქვეყნების ობიექტებზე დარტყმების დაანონსება სხვადასხვა ქვეყნებში ხალხის დაპანიკებისთვის).

ირანული სტრატეგიის მეორე მიმართულებას მაქსიმალურად აძლიერებენ და მათ საქმეს ბოლომდე აკეთებენ გვარამია, პოპიაშვილი და მსგავსი ხალხი, რომლებიც დრონებზე, ბაქო-ჯეიჰანზე და ასეთ საკითხებზე ისტერიულად წერენ! სხვა რა მიზანი უნდა ქონდეს არ მესმის, აბა რა დროს ამ თემაზე პიარია, მთელი მსოფლიო ცეცხლშია გახვეული!"- წერს ელენე რევიშვილი.